საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს, რომელიც მეუღლესა და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად თბილისს დღეს ეწვია.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ალექსანდრ ვუჩიჩის ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და მას საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეები ერთობლივ ბრიფინგსაც მართავენ, რომელსაც პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.