შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა 94 უცხოელი ქვეყნიდან გააძევა - Palitra News

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა 94 უცხოელი ქვეყნიდან გააძევა

2026-06-16 12:38:15+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 94 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ქვეყნიდან გაძევებულია: თურქეთის, რუსეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, პაკისტანის, ეგვიპტის, ნიგერიის, ჩინეთის, უზბეკეთის, ალჟირის, ბანგლადეშის, იორდანიის, ლიბანის, ტაჯიკეთის, უგანდისა და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 94 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.