აშშ-ში, კალიფორნიის სამხრეთში სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენი B-52 ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 8 ადამიანი დაიღუპა. სტრატეგიული ბომბდამშენი ავიაბაზა „ედვარდსიდან“ აფრენის შემდეგ მალევე, 15 ივნისს ღამით ჩამოვარდა. თვითმფრინავს გეგმური საცდელი ფრენა უნდა შეესრულებინა. ბორტზე იმყოფებოდნენ სამხედროები და სამოქალაქო პირები - მთავრობის და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები. კომპანია Boeing-მა, რომელიც B-52 ტიპის ბომბდამშენებს აწარმოებს, განაცხადა, რომ თვითმფრინავში კომპანიის ორი თანამშრომელი იმყოფებოდა. „ედვარდსის“ ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი ბომბდამშენი ბაზის რადიოლოკაციური საშუალებების მოდერნიზაციის პროგრამაში მონაწილეობდა. კატასტროფის მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.