წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 8%-ით გაიზრდება და 1.8 მლრდ დოლარს მიაღწევს. ასეთია „გალთ ენდ თაგარტის“ პროგნოზი. „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 47.7%-ით გაიზარდა და 271 მლნ დოლარს გადააჭარბა. ზრდა ძირითადად სააქციო კაპიტალის 178%-ით გაზრდილმა მაჩვენებელმა განაპირობა, რასაც სავალო ვალდებულებების ზრდა მოსდევს. ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, რეინვესტიციები 4.7%-ით შემცირდა და 145.8 მლნ დოლარი შეადგინა. „აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 1-ელ კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა ისეთ სექტორებში, როგორიცაა საფინანსო სექტორი, უძრავი ქონება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ენერგეტიკა და ვაჭრობა. ამასთან, წელს პირველ კვარტალში, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ დიდი ბრიტანეთი, აშშ, ნიდერლანდები და აზერბაიჯანი.