ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა - Palitra News

ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა

2026-06-16 13:58:31+04:00

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ევიან-ლე-ბენში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყებამდე ორმხრივი შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას CNN-ი საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პირველი საკითხი, რის შესახებაც ემანუელ მაკრონი ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა, ზელენსკისა და ტრამპს შორის შესაძლო შეხვედრა იყო.

„მაშ ასე, პირველ რიგში, გაქვთ თუ არა ორმხრივი შეხვედრა ორგანიზებული პრეზიდენტ ტრამპთან?“ - მიმართა მაკრონმა ზელენსკის და შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა.

CNN-ის ცნობით, ტრამპის ოფიციალურ გრაფიკში ზელენსკისთან ორმხრივი მოლაპარაკებები არ შედის, თუმცა ასეთი სამიტების დროს შესაძლებელია და ხშირად ხდება კიდეც იმპროვიზირებული შეხვედრების ორგანიზება.

CNN-ი ასევე ხაზს უსვამს, რომ „დიდი შვიდეულის“ მასპინძლის რანგში, მაკრონმა ზელენსკი სამიტის ფარგლებში გასამართ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია იმ იმედით, რომ მისი ყოფნა ხელს შეუწყობს უკრაინის საკითხის მიმართ ჯგუფის მხარდაჭერას.