ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ირგვლივ დისკუსია გამწვავდა მას შემდეგ, რაც მარტა კოსმა ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლების შესაძლო შეზღუდვაზე ისაუბრა.
ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში აღნიშნა, რომ ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღების პროცესი უფრო ეფექტიანი უნდა გახდეს. ამ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსგავსი მიდგომა ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირი იყო დაფუძნებული. მისივე შეფასებით, თუ წევრ სახელმწიფოებს გავლენა შეეზღუდებათ, კავშირი იმ სახეს დაკარგავს, რომლისკენაც საქართველო წლებია მიისწრაფვის. ამავდროულად, ბრიუსელი უკრაინასა და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებების პირველ კლასტერს ხსნის. ევროკომისიის შეფასებით, ორივე ქვეყანამ საჭირო პირობები შეასრულა, რაც გაფართოების პროცესს ახალ ეტაპზე გადაიყვანს. საქართველოსთან დაკავშირებით კი ევროპულ სტრუქტურებში დისკუსია კვლავ გრძელდება. მაგდა