საქართველო და ადამიანის უფლებები — Amnesty International-ის კრიტიკული შეფასება ახალ დოკუმენტში - Palitra News

საქართველო და ადამიანის უფლებები — Amnesty International-ის კრიტიკული შეფასება ახალ დოკუმენტში

2026-06-16 15:41:23+04:00

Amnesty International-ის ახალი ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობას კრიტიკულად აფასებს.

დოკუმენტში, სახელწოდებით „რეპრესიების ანატომია – პროტესტის, დარბევებისა და მდგრადობის 500 დღე“, განხილულია ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდი, მიღებული კანონები და ადამიანის უფლებების დარღვევისა თუ პოლიტიკური დევნის სავარაუდო შემთხვევები. ორგანიზაცია ხელისუფლებას, პარლამენტს, სასამართლო სისტემასა და საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, შეწყვიტონ პრაქტიკები, რომლებიც, მათი შეფასებით, განსხვავებული აზრის შეზღუდვასა და დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებას ემსახურება. ანგარიშს გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტიც. მარკ პალმერის ჯილდოს მიღების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში მიღებული არაერთი კანონი შინაარსობრივად რუსულ მოდელს უახლოვდება.