ცესკო აცხადებს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში არსებითი დარღვევები არ ფიქსირდება და რეკომენდაციების უმეტესობა უკვე შესრულებულია - Palitra News

ცესკო აცხადებს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში არსებითი დარღვევები არ ფიქსირდება და რეკომენდაციების უმეტესობა უკვე შესრულებულია

2026-06-16 15:43:29+04:00

ცესკო აცხადებს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში არსებითი დარღვევები არ ფიქსირდება და რეკომენდაციების უმეტესობა უკვე შესრულებულია.

საარჩევნო ადმინისტრაციის განმარტებით, გავრცელებული შეფასებების ნაწილი ანგარიშის შინაარსს არასწორად წარმოაჩენს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ აუდიტს ფინანსური დარღვევები, სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა ან სხვა სერიოზული გადაცდომები არ დაუდგენია. ცესკოს ინფორმაციით, გაცემული შვიდი რეკომენდაციიდან ექვსი უკვე შესრულებულია, ხოლო ერთი შესრულების პროცესშია. ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ანგარიშში საუბარია სამუშაო პროცესების გაუმჯობესებასა და გარკვეული მექანიზმების დახვეწაზე, მათ შორის შესყიდვების, მივლინებებისა და საწვავის ლიმიტების მართვაზე. ცესკოში მიიჩნევენ, რომ აუდიტის დასკვნის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება უწყების დისკრედიტაციას ემსახურება და რეალურ გარემოებებს არ ასახავს.