ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან ანტიბალისტიკური სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიების საკითხი განიხილა - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან ანტიბალისტიკური სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიების საკითხი განიხილა

2026-06-16 18:12:09+04:00

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ანტიბალისტიკური სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიების საკითხი განიხილა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებთან საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საჰაერო თავდაცვის სისტემები იყო.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან პირადად განიხილა.

„ჩვენ ამის შესახებ პრეზიდენტ ტრამპთანაც ვისაუბრეთ. ჩვენი გუნდები ამაზე იმუშავებენ. იმედია, მოვახერხებთ და შესაბამისი ანტიბალისტიკური სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიებს მივიღებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.