სალომე ზურაბიშვილი - ვნახეთ უკრაინისა და მოლდოვის პირველი ნაბიჯები ევროპული ინტეგრაციისკენ, სადაც საქართველო უნდა ყოფილიყო და არ არის რუსეთის ზეწოლისა და რეჟიმის გამო, რომელსაც ძალაუფლება უკავია - Palitra News

სალომე ზურაბიშვილი - ვნახეთ უკრაინისა და მოლდოვის პირველი ნაბიჯები ევროპული ინტეგრაციისკენ, სადაც საქართველო უნდა ყოფილიყო და არ არის რუსეთის ზეწოლისა და რეჟიმის გამო, რომელსაც ძალაუფლება უკავია

2026-06-16 19:57:10+04:00

უკრაინისა და მოლდოვის პირველი ნაბიჯები ვნახეთ ევროპული ინტეგრაციისკენ, სადაც საქართველო უნდა ყოფილიყო და არ არის რუსეთის ზეწოლისა და რეჟიმის გამო, რომელსაც ძალაუფლება უკავია , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკული ტელეარხ CBS News-სთან საუბარში განაცხადა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა ახლა „ძალიან შორსაა დემოკრატიისგან, მაშინ, როდესაც რამდენიმე წლის წინ ძალიან ახლოს ვიყავით“.

„ ქვეყანა, რომელიც განიხილებოდა, როგორც ყველაზე ახლოს ევროკავშირისა და ნატოს კართან.

გუშინ უკრაინისა და მოლდოვის პირველი ნაბიჯები ვნახეთ ამ ევროპული ინტეგრაციისკენ, სადაც საქართველო უნდა ყოფილიყო და სადაც საქართველო არ არის რუსეთის ზეწოლის გამო და რეჟიმის გამო, რომელსაც ახლა ძალაუფლება უკავია საქართველოში,” - განაცხადა ზურაბიშვილმა.