Amnesty International საქართველოში პოლიტიკურ დევნასა და დემოკრატიული ინსტიტუტების კრიზისზე მიუთითებს - როგორია შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

Amnesty International საქართველოში პოლიტიკურ დევნასა და დემოკრატიული ინსტიტუტების კრიზისზე მიუთითებს - როგორია შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

2026-06-16 20:42:57+04:00

Amnesty International-ის ახალი ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობას მწვავედ აფასებს. დოკუმენტი „რეპრესიების ანატომია – პროტესტის, დარბევებისა და მდგრადობის 500 დღე“ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდს, მიღებულ კანონებსა და ადამიანის უფლებების დარღვევისა და პოლიტიკური დევნის სავარაუდო ფაქტებს მიმოიხილავს. ორგანიზაცია ხელისუფლებას, პარლამენტს, სასამართლოსა და საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, შეწყვიტონ ისეთი პრაქტიკები, რომლებიც, მათი შეფასებით, განსხვავებული აზრის შეზღუდვასა და დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებას უწყობს ხელს. ანგარიშს გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ბოლო წლებში მიღებული არაერთი კანონი შინაარსობრივად რუსულ მოდელს უახლოვდება.