„გახარია საქართველოსთვის“ შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში ცვლილებებს აინიციირებს - Palitra News

„გახარია საქართველოსთვის“ შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში ცვლილებებს აინიციირებს

2026-06-16 20:47:22+04:00

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებების ინიციირებას ახდენს. პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც, პარტიის განცხადებით, 2024 წლამდე არსებულ სამართლებრივ მდგომარეობას აღადგენს. ინიციატივა შეეხება როგორც შესაბამის კანონს, ისე ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებს. პარტიაში აცხადებენ, რომ მიზანი იმ რეგულაციების გაუქმებაა, რომლებიც, მათი შეფასებით, გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. მათივე პოზიციით, ბოლო წლებში მიღებულმა ცვლილებებმა საპროტესტო აქტივობებისთვის სამართლებრივი გარემო გაამკაცრა და მოქალაქეთა უფლებებზე გავლენა მოახდინა.