პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და იძულების საქმეზე ერთი პირი დააკავა - Palitra News

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და იძულების საქმეზე ერთი პირი დააკავა

2026-06-16 20:58:25+04:00

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების საქმეზე ერთი პირი დააკავა. გამოძიების მონაცემებით, ბრალდებული სოციალურ ქსელებში ყალბი ანგარიშებით მოქმედებდა, დასაქმების შეთავაზებებს აქვეყნებდა და ამ გზით დაზარალებულების ინტიმურ მასალებს ეუფლებოდა. შემდეგ კი მათი გავრცელების მუქარით დამატებითი ფოტოებისა და ვიდეოების გაგზავნას აიძულებდა. დაკავებულს ბრალი ორი მუხლით წარედგინება, რაც მაქსიმუმ შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურა სასამართლოს მისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართავს.