უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად მოსკოვის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა გააჩერა.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სამშაბათს, 16 ივნისს, უკრაინული დრონის დარტყმამ ხანძარი გამოიწვია ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რომელიც მოსკოვის ოლქის საწვავის მთავარი მიმწოდებელია, რამაც ქარხნის მუშაობის გაჩერება გამოიწვია.
Reuters-ის წყაროების ინფორმაციით, “გაზპრომ ნეფტის” ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმამ, რომელიც მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, მთავარი გადამამუშავებელი დანადგარი დააზიანა, რომელიც ნავთობის სიმძლავრის 53%-ს შეადგენს.
წყაროების ცნობით, მეორე დანადგარი, როგორც მოსალოდნელია, მუშაობას მალე განაახლებს.