ემზადება თუ არა ქართული ოცნება ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გასაუქმებლად - ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ირგვლივ დისკუსია მას შემდეგ გამწვავდა, რაც მარტა კოსმა ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლების შესაძლო შეზღუდვაზე ისაუბრა. ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში აღნიშნა, რომ ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღების პროცესი უფრო ეფექტიანი უნდა გახდეს. აღნიშნული გზავნილი საქართველოს ხელისუფლების მორიგი კრიტიკული განცხადებების საფუძველი გახდა. მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ მსგავსი მიდგომა ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირი იყო დაფუძნებული. მათივე განცხადებით თუ წევრ სახელმწიფოებს გავლენა შეეზღუდებათ, ევროკავშირი იმ სახეს დაკარგავს, რომლისკენაც საქართველო წლებია მიისწრაფვის. ქართული ოცნების ლიდერების გზავნილები , ოპოზიციას იმის თქმის საფუძველს აძლევს რომ, მმართველი ძალა ევროკავშირში გაწევრიანების განაცადის გაუქმებისთვის ემზადება. ხელისუფლების ოპონენტები ქართულ ოცნებას ტყუილში ადანაშაულებენ და მიიჩნევენ, რომ მმართველ გუნდს ქვეყნის სრულ იზოლაციაში მოქცევა სურს.