ევროპარლამენტში დღეს კენჭს უყრიან საქართველოს შესახებ ანგარიშს, რომელსაც ევროპარლამენტარი, მომხსენებელი საქართველოს საკითხებში რასა იუკნევიჩიენე წარადგენს. „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი“, - ნათქვამია დოკუმენტის პროექტში. მასში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორების და სხვა თანამდებობის პირების მიმართ დაწესებული მიზნობრივი პერსონალური სანქციები მნიშვნელოვანია. ეს არის მეორე ანგარიში საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის შესახებ, რომელიც მომზადებული საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის გათვალისწინებით.