რეპრესიების ანატომია – პროტესტის, დარბევებისა და მდგრადობის 500 დღე“- ამ სახელწოდებით Amnesty International-მა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობას კრიტიკულად აფასებს. დოკუმენტში განხილულია ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდი, მიღებული კანონები და ადამიანის უფლებების დარღვევისა თუ პოლიტიკური დევნის სავარაუდო შემთხვევები. ორგანიზაცია ხელისუფლებას, პარლამენტს, სასამართლო სისტემასა და საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, შეწყვიტონ პრაქტიკები, რომლებიც, მათი შეფასებით, განსხვავებული აზრის შეზღუდვასა და დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტებას ემსახურება. გავლენიანი ორგანიზაციის გზავნილები არ უკვირთ ოპოზიციაში. სახელისუფლებო გუნდში კი ფიქრობენ, რომ ანგარიში საფრთხის შემცველია და ექსტრემიზმს ახალისებს.