კორუფციასთან ბრძოლა თუ "ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების დასჯა - Palitra News

კორუფციასთან ბრძოლა თუ "ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების დასჯა

2026-06-17 10:06:27+04:00

კორუფციასთან ბრძოლა თუ "ქართული ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების დასჯა - ამჯერად სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და კიდევ შვიდი პირი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.უწყების ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებს ორგანიზებული ჯგუფის მიერ განხორციელებული თაღლითობის, ყალბი დოკუმენტების გამოყენებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზების სავარაუდო სქემა. რვა ბრალდებულიდან ექვსი თბილისში დააკავეს, ხოლო დავით ფერაძესა და კიდევ ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება და მათზე ძებნა გამოცხადდება. გამოძიების ვერსიით, 2020-2021 წლებში „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი 22 ათას ტონაზე მეტი შავი ლითონი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს, რის შედეგადაც სახელმწიფოს მილიონობით ლარის ზიანი მიადგა.საკითხს აქტიურად განიხილავენ ოპოზიციურ სპექტრში . ხელისუფლების ოპონენტებს გარკვეული კითხვები უჩნდებათ და აცხადებენ რომ მმართველი გუნდი რეალურად კორუფციას არ ებრძვის.