აშშ-თან შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემების მიმართულებით დრონები გაუშვა, - ინფორმაციას NBC News-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-თან კვირას გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მიუხედავად, ირანმა ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების მიმართულებით დრონები მას შემდეგ ყოველ ღამე გაუშვა.
ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, დრონებს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი უშვებს.
გამოცემის წყაროს ცნობით, დრონები ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ჩამოაგდეს და აშშ-ის შეიარაღებული ძალები ჰორმუზის სრუტეში გემების მხარდაჭერას აგრძელებს