სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის მიერ დაკავებულ 6 და ძებნაში მყოფ 2 პირს, მათ შორის, „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, დავით ფერაძეს ბრალდება წარდუგინეს. საქმე ეხება 2020-2021 წლებში „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი 22 ათას ტონაზე მეტი შავი ლითონი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისებას, რის შედეგადაც სახელმწიფოს მილიონობით ლარის ზიანი მიადგა. დაკავებული გიორგი მარუქაშვილი და ანზორ ჯამალაშვილი აცხადებენ, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია.