ემზადება თუ არა „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გასაუქმებლად - რას ამბობენ მმართველი პარტიის წევრები - Palitra News

ემზადება თუ არა „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გასაუქმებლად - რას ამბობენ მმართველი პარტიის წევრები

2026-06-17 12:32:57+04:00

ემზადება თუ არა „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გასაუქმებლად - ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ირგვლივ დისკუსია მას შემდეგ გამწვავდა, რაც მარტა კოსმა ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლების შესაძლო შეზღუდვაზე ისაუბრა. ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში აღნიშნა, რომ ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღების პროცესი უფრო ეფექტიანი უნდა გახდეს. აღნიშნული გზავნილი საქართველოს ხელისუფლების მორიგი კრიტიკული განცხადებების საფუძველი გახდა. მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ თუ წევრ სახელმწიფოებს გავლენა შეეზღუდებათ, ევროკავშირი იმ სახეს დაკარგავს, რომლისკენაც საქართველო წლებია მიისწრაფვის. „ქართული ოცნების“ ლიდერების გზავნილები , ოპოზიციას იმის თქმის საფუძველს აძლევს რომ, მმართველი ძალა ევროკავშირში გაწევრიანების განაცადის გაუქმებისთვის ემზადება.