აჭარის პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 2 პირი დააკავა - Palitra News

აჭარის პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 2 პირი დააკავა

2026-06-17 12:35:00+04:00

აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, ორი პირი დააკავა. ნივთმტკიცებად ამოიღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები მათ შორის: „მეთადონი“ და „ალფა-პვპ". დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.