ვოლოდიმირ ზელენსკი - „დიდი შვიდეულის“ სამიტმა უკრაინისთვის მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო - შევთანხმდით უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - „დიდი შვიდეულის“ სამიტმა უკრაინისთვის მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო - შევთანხმდით უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე

2026-06-17 13:28:41+04:00

საფრანგეთში გამართულმა „დიდი შვიდეულის“ სამიტმა უკრაინისთვის მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„რაც მთავარია, ჩვენ შევთანხმდით უკრაინის საჰაერო თავდაცვის დამატებით გაძლიერებაზე. ომის გამო, რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად ახალი ნაბიჯები იქნება გადადგმული - ზეწოლა მშვიდობის გულისთვის. ჩვენი პარტნიორები უზრუნველყოფენ ჩვენი თავდაცვისა და ენერგეტიკული მდგრადობის მხარდაჭერას“, - წერს ზელენსკი.

მისი თქმით, ერთიანობა ამცირებს რუსეთის შესაძლებლობას, უკრაინის წინააღმდეგ აგრესია გააგრძელოს.

„მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს საერთო გაგება ძირითადი გამოწვევებისა და მათზე რეაგირების კონკრეტული ნაბიჯების შესახებ. ჩვენი გლობალური ერთიანობა ნამდვილად ამცირებს რუსეთის შესაძლებლობას, გააგრძელოს ეს გიჟური და დანაშაულებრივი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება!“, - წერს ზელენსკი.