რასა იუკნევიჩიენე - ელენე ხოშტარიას მკურნალობის გარეშე შეუქცევადი ზიანი ემუქრება - გაათავისუფლეთ ელენე! - Palitra News

რასა იუკნევიჩიენე - ელენე ხოშტარიას მკურნალობის გარეშე შეუქცევადი ზიანი ემუქრება - გაათავისუფლეთ ელენე!

2026-06-17 14:31:06+04:00

10-თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, ელენე ხოშტარიას მკურნალობის გარეშე შეუქცევადი ზიანი ემუქრება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ევროპარლამენტმა აღიარა ელენე ხოშტარიას დამამცირებელ პირობებში ყოფნა და სპეციალიზებული მოვლის საჭიროება.

„საქართველოს ხელისუფლება უგულებელყოფს მკურნალობის გეგმის მოთხოვნებს. ეს პოლიტიკური დევნაა. გაათავისუფლეთ ელენე!“- წერს ევროპარლამენტარი.

ცნობისთვის, ადვოკატის ინფორმაციით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

როგორც მისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ აღნიშნა, ელენე ხოშტარიას სახსრების ძლიერი ტკივილი აქვს, მოძრაობის გაძნელება, რის გამოც ვერ ახერხებს ზოგჯერ წერას და გადაადგილებისას ყავარჯენი სჭირდება.