ქართული მხარე ლუქსემბურგს სთხოვს, ევროკომისიასთან საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ საკითხი დააყენოს. „ქართული ოცნების“ წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ მზად არიან კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ნიშნავს, თუ არა ეს განცხადება იმას, რომ ხელისუფლება შესაძლოა დათმობებზე წავიდეს? კითხვის საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ მზაობა არის დიალოგისთვის და დათმობებზე საუბარი არ ყოფილა. ამბობენ, რომ გამჭვირვალობის კანონის გაწვევას არ აპირებენ, თუმცა შეუძლიათ ევროპელ ლიდერებს აუხსნან, რატომ არის აღნიშნული კანონი მნიშვნელოვანი საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის.