რა წერია ევროპარლამენტის ანგარიშში საქართველოს შესახებ - Palitra News

რა წერია ევროპარლამენტის ანგარიშში საქართველოს შესახებ

2026-06-17 15:41:15+04:00

ევროპარლამენტი დღეს საქართველოს შესახებ ანგარიშს უყრის კენჭს, რომელსაც საქართველოს საკითხებში მომხსენებელი რასა იუკნევიჩიენე წარადგენს. სხდომა უკვე მიმდინარეობს. ახსენეს პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი,აჩვენეს პროტესტის კადრები თბილის ქუჩებიდან. ანგარიშში, რომელსაც კენჭი უნდა უყარონ ნათქვამია, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, დემოკრატიული უკუსვლის, მზარდი რეპრესიებისა და პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას. დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის კურსი.