ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. "მთავრობის მეთაურად" მარატ კამბოლოვი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული რეგიონის მედია ავრცელებს. კამბოლოვოს ე.წ "მთავრობის მეთაურად" დანიშვნის განკარგულებას ხელი მოაწერა ოკუპირებული რეგიონის ე.წ "პრეზიდენტმა", ალან გაგლოევმა მანამდე, კი კამბოლოვის კანდიდატურას მხარი დაუჭირა ოკუპირებული რეგიონის ე.წ "პარლამენტმა" . საკითხს ეხმაურებიან კონფლიქტოლოგები და მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ფაქტი ადასტურებს რეგიონეში რუსეთის ინტერესების გაძლიერებას.