მწვავე ანგარიში და კრიტიკა, რომლის ძირითადი ადრესატი საქართველოს ხელისუფლებაა. ევროპარლამენტმა 436 ხმით 145-ის წინააღმდეგ ანგარიში დაამტკიცა. დოკუმენტში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულადაა შეფასებული და იქვე აღნიშნულია, რომ სწორედ ამ პერიოდიდან, კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდა სვლა ავტორიტარიზმისკენ. მიზანმიმართული სანქციები, აქტივების გაყინვა და ქართული ოცნების წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრების შეწყვეტა - იმ მოთხოვნების მცირე ჩამონათვალია, რომელიც მოწოდების სახით ანგარიშშია ასახული. ამგვარი პოლიტიკური ფონის შენარჩუნების შემთხვევაში, ევროპარლამენტი არ გამორიცხავს, დღის წესრიგში დადგეს უვიზო მიმოსვლის შეჩერებაც.