„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა მიხეილ სააკაშვილის ბოლო განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის პოსტი მისთვის მოულოდნელი იყო. ბოკუჩავას შეფასებით, სწორედ იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა განაპირობა ის ვითარება, რომელშიც დღეს ოპოზიცია იმყოფება. მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანია. სააკაშვილის განმარტებით, ივლისში პარტიის ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილების ვადა იწურება და აუცილებელია თავმჯდომარის არჩევნების ჩატარება ისეთი ფორმატით, რომელიც, მისი შეფასებით, ხელისუფლების ჩარევას გამორიცხავს.