ტელეკომპანია „ფორმულასთან” დაკავშირებით გოგა ხაინდრავას ადვოკატების მიმართვის საფუძველზე ცრუ დასმენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - Palitra News

ტელეკომპანია „ფორმულასთან” დაკავშირებით გოგა ხაინდრავას ადვოკატების მიმართვის საფუძველზე ცრუ დასმენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

2026-06-17 21:45:58+04:00

2026 წლის 16 ივნისს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ცრუ დასმენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების თანახმად, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო კინორეჟისორ გიორგი (გოგა) ხაინდრავას ინტერესების დამცველი ადვოკატების განცხადება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გიორგი (გოგა) ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით.

„საგამოძიებო ორგანოში, მოწმის სახით გამოიკითხა კინორეჟისორი გიორგი (გოგა) ხაინდრავა. ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომელთა შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია”,- წერია განცხადებაში.