მედია - „დიდი შვიდეულის” ქვეყნები უკრაინაში შორი მანძილის რაკეტების წარმოებას დაიწყებენ - Palitra News

მედია - „დიდი შვიდეულის” ქვეყნები უკრაინაში შორი მანძილის რაკეტების წარმოებას დაიწყებენ

2026-06-17 21:47:09+04:00

“დიდი შვიდეულის” ქვეყნები უკრაინაში შორი მანძილის რაკეტების წარმოებას დაიწყებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ევიანში გამართული სამიტის შემდგომ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში “დიდი შვიდეულის” ქვეყნებმა მზაობა გამოთქვეს უკრაინას, უშუალოდ უკრაინულ ტერიტორიაზე, რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზია მისცენ.

წყაროს ცნობით, საუბარია ასევე შორი მანძილის რაკეტების წარმოების შესაძლებლობაზეც.

“ლიცენზიით დავიწყებთ არა მხოლოდ საჰაერო თავდაცვის სისტემების, არამედ სიღრმისეული დარტყმების შესაძლებლობების წარმოებასაც”, - განაცხადა წყარომ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ამერიკულ კომპანიებს შეეძლებათ ევროპელი მწარმოებლებისთვის ლიცენზიების გაცემა უკრაინაში იარაღის საწარმოებლად.

“ახლა ძალიან ცოტას ვაწარმოებთ, და კომპენსირება შეიძლება ლიცენზიების გაცემით კომპანიებისთვის, რომლებსაც საწარმოო შესაძლებლობები გააჩნიათ, მათ შორის ევროპული და უკრაინული კომპანიებისთვის”, - განაცხადა მერცმა.