დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ „დაბომბვას დაუბრუნდება“ - Palitra News

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ „დაბომბვას დაუბრუნდება“

2026-06-17 22:40:58+04:00

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ აშშ და ირანი 60 დღის განმავლობაში არ შეთანხმდებიან, ვაშინგტონი თეირანის წინააღმდეგ დარტყმებს განაახლებს.

მან აღნიშნა, რომ აშშ-ს კვირებისა და წლების განმავლობაში შეუძლია ირანის დაბომბვების გაგრძელება.

„თუ ეს 60 დღეში არ მოგვარდება, ყველაფერი რიგზეა - ჩვენ დავუბრუნდებით დაბომბვას”, - აღნიშნა ტრამპმა და დასძინა:

„მე არ მინდა ამის გაკეთება….მაგრამ შეიძლება მოგვიწიოს ამის გაკეთება, რადგან ჩვენ არასდროს მივცემთ მათ ბირთვული იარაღის ქონის უფლებას.

ამასთან, ტრამპის თქმით, ირანელებთან შეთანხმდნენ, რომ ისინი ამას არ გააკეთებენ.