ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული ანგარიში - როგორ ეხმაურებიან მას საქართველოში - Palitra News

ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული ანგარიში - როგორ ეხმაურებიან მას საქართველოში

2026-06-18 09:50:49+04:00

ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული ანგარიში პოლიტიკური განხილვის მთავარი თემაა. ევროპული პარლამენტის მიერ გახმოვანებული გზავნილები ქართული ოპოზიციის აზრით, განგაშის საფუძველი უნდა გახდეს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ რომ დოკუმენტში გადმოცემული ყველა ბრალდება ზედმიწევნით ასახავს იმ მძიმე ვითარებას, რომელიც მათივე თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის 14 წელმა მოიტანა. ბრალდებებს უარყოფს „ქართული ოცნება“. მათი განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილი ანგარიში პოლიტიკურად მოტივირებულია, რისი მიზანიც საქართველოს ხელისუფლების წინააღდმეგ ბრძოლაა. ევროპარლამენტმა 436 ხმით 145-ის წინააღმდეგ ანგარიში გუშინ დაამტკიცა. დოკუმენტში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულადაა შეფასებული. საუბარია ქვეყნის ანტიდემოკრატიულ სვალზე, პოლიტპატიმრებასა და შეცვლილ საგარეო კურსზე