ოპოზიციური პარტიების ნაწილი „კოალიცია ცვლილებისთის“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას გათავისუფლებას ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტებისთვის განგაშის საფუძველი თავად ხოშტარიას ადვოკატის მიერ გავრცელებული განცხადება აღმოჩნდა, რომლის მიხედვითაც, ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საპატიმროში ყოფნის პერიოდში გაუარესდა. ოპოზიციას მიაჩნია რომ ხოშტარიას პატიმრობა კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო არალეგიტიმურია, მითუმეტეს მაშინ როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.