არის თუ არა "ნაც.მოძრაობაში" დაპირისპირება - Palitra News

არის თუ არა "ნაც.მოძრაობაში" დაპირისპირება

2026-06-18 09:53:44+04:00

„ნაციონალურ მოძრაობის“ ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებას, ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება. სწორედ ჟორჟოლიანი იქნება თავმჯდომარეობის ის კანდიდატი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი შიდაპარტიულ არჩევნებში მხარს დაუჭერს. ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს რომ მისთვის და მიხეილ სააკაშვილისთვის იდეალური იქნება თუ „ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარედ ბოკუჩავა დარჩება, მისი პარტიაში ინტეგრაცია კი სწორედ ამის ფონზე მოხდება. არადა, ჯერ კიდევ გუშინ საღამოს სააკაშვილმა სოციალურ ქსელში მკაფიოდ დაწერა რომ მისი ფავორიტი კანდიდატი არა თინა ბოკუჩავა, არამედ ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება. თავის მხრივ, ბოკუჩავამ სააკაშვილის განცხადებას მოულოდნელი უწოდა და აღნიშნა რომ ასეთი იმპულსური ნაბიჯები მიზნის მიღწევის იდეას აზიანებს. ოპოზიციურ ალიანსში შემავალ პოლიტიკურ ძალებში ამბობენ რომ ახალი თავმჯდომარის არჩევა ნაციონალური მოძრაობის შიდა საქმეა, თუმცა მათივე თქმით, ეს ალიანსის სიმტკიცეზე უარყოფითად არ იმოქმედებს.