„დაიცავი ტყეში ქცევის წესები“- საინფორმაციო ბანერი სახელმწიფო ტყეში 350 ლოკაციაზე განთავსდება - Palitra News

„დაიცავი ტყეში ქცევის წესები“- საინფორმაციო ბანერი სახელმწიფო ტყეში 350 ლოკაციაზე განთავსდება

2026-06-18 09:54:32+04:00

„დაიცავი ტყეში ქცევის წესები“- საინფორმაციო ბანერი სახელმწიფო ტყეში 350 ლოკაციაზე განთავსდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს ტრადიციულად წელსაც ახორციელებს. საინფორმაციო ბანერზე ტურისტებს საშუალება აქვთ QR კოდის საშუალებით, გაეცნონ ტყეში უსაფრთხოების წესებსა და იმ აკრძალვებს, რომელიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობის და კოცონის დანთების დროს უნდა იყოს გათვალისწინებული. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია მათ შორის ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ტყის დაზიანებულ უბნებსა და , დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში.