აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ შეთანხმებას მივესალმებით, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ ირანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.
აშშ-ისა და ირანის პრეზიდენტების მიერ ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ, ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვან იმ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის განუცხადა, რომ „მშვიდობის ხანა დადგა“.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, „ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის საკითხი სათანადოდ უნდა მოგვარდეს“.
„შემდეგი ნაბიჯის განსახორციელებლად მთავარია, რომ ნაკისრი ვალდებულებები ყველა მხარემ ნამდვილად შეასრულოს“, - აღნიშნა ვან იმ.