როგორ ეხმაურებიან ევროპარლამენტის ანგარიშს მმართველ პარტიაში - Palitra News

როგორ ეხმაურებიან ევროპარლამენტის ანგარიშს მმართველ პარტიაში

2026-06-18 12:43:34+04:00

ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული ანგარიში პოლიტიკური განხილვის მთავარი თემაა. ევროპული პარლამენტის მიერ გახმოვანებული გზავნილები ქართული ოპოზიციის აზრით, განგაშის საფუძველი უნდა გახდეს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ რომ დოკუმენტში გადმოცემული ყველა ბრალდება ზედმიწევნით ასახავს იმ მძიმე ვითარებას, რომელიც მათივე თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის 14 წელმა მოიტანა. ბრალდებებს უარყოფს „ქართული ოცნება“ და ევროპარლამენტს არადემკრატიული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით არავინ დაუპატიმრებიათ და ქვეყანაში ყველაფერი წესრიგშია, არადა დოკუმენტში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულადაა შეფასებული. საუბარია ქვეყნის ანტიდემოკრატიულ სვალზე, პოლიტპატიმრებასა და შეცვლილ საგარეო კურსზე.