"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ივლისში რეფორმისა და გადატვირთვისთვის ემზადება - რას ამბობენ პარტიაში - Palitra News

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ივლისში რეფორმისა და გადატვირთვისთვის ემზადება - რას ამბობენ პარტიაში

2026-06-18 12:44:23+04:00

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ივლისში რეფორმისა და გადატვირთვისთვის ემზადება. პარტიაში სრული შიდა არჩევნები უნდა ჩატარდეს. მიხეილ სააკაშვილი თავმჯდომარეობის კანდიდატის პოზიციაზე მხარს ნანუკა ჟორჟოლიანს უჭერს და ნდობას უცხადებს პარტიაში რეფორმები გაატაროს. ექსპრეზიდენტის განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარისვის. თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ასეთი იმპულსური და არათანმიმდევრული ნაბიჯები მიზნის მიღწევის იდეას აზიანებს. თავად ნანუკა ჟორჟოლიანი პარტიაში საკუთარ თავს მენეჯერად განიხილავს. ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ მისთვის და მიხეილ სააკაშვილისთვის იდეალური იქნება თუ „ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარედ ბოკუჩავა დარჩება, მისი პარტიაში ინტეგრაცია კი სწორედ ამის ფონზე მოხდება