როგორია ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომაროება - Palitra News

როგორია ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომაროება

2026-06-18 12:45:13+04:00

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ოპოზიცია მისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარების გაწევასა და გათავისუფლებას ითხოვს. თავად „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი და პარტია „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია საპატიმროდან საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ „რუსების არალეგიტიმურ ინსტიტუტებთან“ რაიმე სახის დისკუსიაში შესვლას, მათთვის რაიმეს მტკიცებას, ან თხოვნას არ აპირებს. ელენე ხოშტარიასთვის დროული და შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიწოდების მოთხოვნით სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებასთან საპროპტესტო აქცია გაიმართა. შეკრებას ხოშტარიას მხარდამჭერები, მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიები შეურთდნენ. პენიტენციური სამსახურში აცხადებენ რომ ელენე ხოშტარიას უკვე გაწეული აქვს კვლევის შემდგომი კონსულტაცია და დაგეგმილია შესაბამისი მკურნალობის ტაქტიკა.