სამართალდამცველევმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. საბაჟო გამშვები პუნქტ „სარფის“ ტერიტორიაზე, ბრალდებულის პირადი შემოწმებისას, დიდი ოდენობით - 1 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.