გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა - Palitra News

გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

2026-06-18 12:46:57+04:00

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის დადგენილების პროექტი განიხილეს. გივი მიქანაძის თქმით, ახალი მოდელი ეფუძნება ორკომპონენტიან სისტემას – საბაზო დაფინანსებასა და სახელმწიფო დაკვეთის შესრულებაზე დაფუძნებულ დაფინანსებას. როგორც მინისტრმა განაცხადა, ეს, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს სახელმწიფო უნივერსიტეტების ინსტიტუციურ მდგრადობასა და ფინანსურ ავტონომიას, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ხარისხზე, შედეგებსა და ეროვნულ პრიორიტეტებზე ორიენტირებული სისტემის განვითარებას.