საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმს ვერსალის სასახლეში გამართულ ვახშამზე მოაწერა ხელი.როგორც მედია ამერიკელ ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით აღნიშნავს, დონალდ ტრამპმა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მანამდე ურთიერთგაგების მემორანდუმს ელექტრონულად მოაწერეს ხელი, თუმცა ახლა დოკუმენტის ფიზიკური, ოფიციალური ვერსიაც გაფორმდა. ასევე, პაკისტანის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანუმი ძალაში დაუყოვნებლივ შედის. პაკისტანის პრემიერის განმარტებით, მისი ქვეყანა, კატართან ერთად, პარასკევს შვეიცარიაში დაგეგმილ ოფიციალურ ცერემონიას უმასპინძლებს ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად და ტექნიკური დონის მოლაპარაკებების დასაწყებად. რაც შეეხება ირანს - ირანის პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ თუ შეერთებული შტატები არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს, ირანიც ვერ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს. 14-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, აშშ დათანხმდა ირანის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას, რაც თეირანს საშუალებას მისცემს გაზარდოს ნავთობიდან მიღებული შემოსავალი და სხვა საკითხებთან ერთად, წვდომა ჰქონდეს საერთაშორისო საბანკო სექტორზე.