მიხეილ სააკაშვილი - ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს - თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში, როგორც ერთ-ერთი ლიდერი, უმაგრესი გამოცდილებით და დიდი პოტენციალით - Palitra News

მიხეილ სააკაშვილი - ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს - თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში, როგორც ერთ-ერთი ლიდერი, უმაგრესი გამოცდილებით და დიდი პოტენციალით

2026-06-18 13:10:13+04:00

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ცნობით, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი მის თხოვნას დათანხმდა და უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს.

როგორც სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში, როგორც ერთ-ერთი ლიდერი.

„ნანუკა ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, ეს არის ვეტერანების და ახალი თაობის ნამდვილი თანავარსკვლავედი. თიკა ბოკუჩავაც, რა თქმა უნდა, რჩება პარტიაში, როგორც ერთ-ერთი ლიდერი, უმაგრესი გამოცდილებით და დიდი პოტენციალით“,-წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.