1-ელი ივლისიდან სესხის აღების პირობები იცვლება - იზღუდება 1 მილიონ ლარამდე კრედიტის უცხოურ ვალუტაში გაცემა. უფრო კონკრეტულად, 2026 წლის 1-ლი ივლისიდან სესხის გამცემი ორგანიზაციები 1 000 000 ლარამდე მოცულობის სესხებსა და საბანკო კრედიტებს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, ლარში გასცემენ.
შესაბამისად, მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, 1 მლნ ლარამდე სესხს უცხოურ ვალუტაში ვეღარ აიღებენ. აღსანიშნავია, რომ ახალი რეგულაციით, ლარით გაცემულად არ ჩაითვლება ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი.
ეროვნული ბანკის განმარტებით, შეზღუდვა არ გავრცელდება რამდენიმე გამონაკლის შემთხვევაზე, მათ შორის მაშინ, როდესაც:
ამასთან, ძალადაკარგულად ცხადდება ეროვნული ბანკის 2025 წლის 21 ივლისის ბრძანება, რომელიც 750 000 ლარამდე სესხების ლარში გაცემას არეგულირებდა. ახალი წესით, აღნიშნული ზღვარი 750 ათასი ლარიდან 1 მილიონ ლარამდე იზრდება. დოკუმენტის მიხედვით, ახალი რეგულაცია ძალაში 2026 წლის 1-ლი ივლისიდან შევა.