ლევან მაჭავარიანი - ნანუკა ჟორჟოლიანი „უძლიერესი“ პოლიტიკოსია, კარგი აქტივისტია და კარგ ლობიანებს აცხობდა, თუმცა კარგ ლობიანს რომ აკეთებ, იმას არ ნიშნავს, რომ პარტიის კარგი თავმჯდომარე იქნები - „ნაციონალური მოძრაობა“ პლინტუსს ქვემოთ ჩადის - Palitra News

ლევან მაჭავარიანი - ნანუკა ჟორჟოლიანი „უძლიერესი“ პოლიტიკოსია, კარგი აქტივისტია და კარგ ლობიანებს აცხობდა, თუმცა კარგ ლობიანს რომ აკეთებ, იმას არ ნიშნავს, რომ პარტიის კარგი თავმჯდომარე იქნები - „ნაციონალური მოძრაობა“ პლინტუსს ქვემოთ ჩადის

2026-06-18 14:28:09+04:00

ნანუკა ჟორჟოლიანი „უძლიერესი“ პოლიტიკოსია, „კარგი“ თავმჯდომარე იქნება - კარგი აქტივისტია და კარგ ლობიანებს აცხობდა, ლობიანების ცხობა დამაკნინებელი საერთოდ არ არის, პირიქით, ვამბობ, რომ კარგ ლობიანებს აცხობდა, თუმცა კარგ ლობიანს რომ აკეთებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარტიის კარგი თავმჯდომარე იქნები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას" განახლების არანაირი რესურსი არ აქვს, რადგან „რადიკალურ ოპოზიციასთან“ გაკარება არავის უნდა.

მაჭავარიანის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ პლინტუსს ქვემოთ ჩადის და თუ პლინტუსს ქვემოთ რაღაც არსებობს, იმის ქვემოთაც ჩასვლას აპირებენ.“

„ნაციონალურ მოძრაობასა" და „ალიანსში" მძიმე მდგომარეობაა. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ მოქალაქეებს მათ პრობლემებზე ყურადღება გადაატანინონ და კოლექტიური „ნაცმოძრაობიდან" „ლელოსა“ და გახარიას პარტიის გამიჯვნა მოხდეს. თითქოს, ისინი საკუთარ დღის წესრიგს დამოუკიდებლად აყალიბებენ და ერთი და იმავე ვერტიკალით არ იმართებიან. ეს ის ჩანაფიქრია, რისი გაკეთებაც ადგილობრივ არჩევნებზე დაიწყეს და ამ პროცესს აგრძელებენ...

„ნაციონალურ მოძრაობას" განახლების არანაირი რესურსი არ აქვს, რადიკალურ ოპოზიციასთან გაკარება არავის უნდა. რა თქმა უნდა, თინა ბოკუჩავამ სააკაშვილის მიმართ წყენა ვერ დამალა, რადგან მას ყველაფერი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ პარტიის თავმჯდომარე ყოფილიყო და ინფორმაცია მანქანაში გაუგია, ლოგიკურია, რომ გული დაწყდებოდა.

ნანუკა ჟორჟოლიანზე ბევრი რა ვთქვა, ეს პარტია პლინტუსს ქვემოთ ჩადის. თუ პლინტუსს ქვემოთ რაღაც არსებობს, იმის ქვემოთაც ჩასვლას აპირებენ. ნანუკა ჟორჟოლიანი „უძლიერესი" პოლიტიკოსია, „კარგი“ თავმჯდომარე იქნება. კარგი აქტივისტია და კარგ ლობიანებს აცხობდა. ლობიანების ცხობა დამაკნინებელი საერთოდ არ არის, პირიქით, ვამბობ, რომ კარგ ლობიანებს აცხობდა, თუმცა კარგ ლობიანს რომ აკეთებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარტიის კარგი თავმჯდომარე იქნები“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატი არის ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი.

სააკაშვილის თქმით, „პარტია არა მხოლოდ გასაცოცხლებელია, არამედ იმაზე უკეთეს ფორმაშია მოსაყვანი, ვიდრე იყო 2003 წელს". მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უპასუხა მედიასთან "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედმა თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ და განაცხადა, რომ სააკაშვილის "ფეისბუქ" პოსტი "მოულოდნელი იყო". ბოკუჩავას თქმით, მისთვის "უკიდურესად სამწუხაროა" და მიაჩნია, რომ "სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ".