ე.წ. საბოტაჟის საქმე - რა ხდება სასამართლოში - Palitra News

ე.წ. საბოტაჟის საქმე - რა ხდება სასამართლოში

2026-06-18 16:04:40+04:00

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო განხილვა დღეს მოწმეთა დაკითხვით გრძელდება. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას რამდენიმე მოწმის ჩვენებით აგრძელებს.

საქმეზე იკითხებიან პირები, რომლებიც პარტიული ოფისების ჩხრეკაში მონაწილეობდნენ, ასევე პარლამენტის წარმომადგენელი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შესაძლო შეფერხებასთან დაკავშირებულ გარემოებებზე ისაუბრებს. პროკურატურის მტკიცებით, საქმეში წარმოდგენილია ვიდეომასალა, საჯარო განცხადებები, საგამოძიებო უწყებების მიერ მოპოვებული ინფორმაცია და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებული მონაცემები.

სასამართლოსთან კომენტარი „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემაც გააკეთა. მისი შეფასებით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და არსებულ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა საზოგადოების ერთიანობას ენიჭება.

საქმეზე ბრალი რამდენიმე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძესა და ელენე ხოშტარიას აქვთ წარდგენილი.