„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ივლისში დაგეგმილი შიდა არჩევნებისა და პარტიული განახლების პროცესისთვის ემზადება. მიხეილ სააკაშვილმა თავმჯდომარის პოსტზე ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურას მხარდაჭერა გამოუცხადა და პარტიაში რეფორმების გატარების შესაძლებლობაზე ნდობა დააფიქსირა.
ექსპრეზიდენტის განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა მოქმედი თავმჯდომარისთვის. თინა ბოკუჩავას შეფასებით, მსგავსი გადაწყვეტილებები პარტიის სტრატეგიულ მიზნებს აზიანებს და პროცესს დამატებით სირთულეებს უქმნის.
თავად ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარ როლს მენეჯერულ ფუნქციებთან აკავშირებს. მისი პოზიციით, საუკეთესო სცენარი იქნება, თუ პარტიის თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავა დარჩება, ხოლო მისი ინტეგრაცია პარტიულ საქმიანობაში სწორედ ამ მოცემულობის ფარგლებში მოხდება.