პიტ ჰეგსეტი - სერიოზული პროგრესია უკრაინაზე - უკრაინელები პოზიციებს ინარჩუნებენ - Palitra News

პიტ ჰეგსეტი - სერიოზული პროგრესია უკრაინაზე - უკრაინელები პოზიციებს ინარჩუნებენ

2026-06-18 18:10:01+04:00

უკრაინელები პოზიციებს ინარჩუნებენ რუსეთის მხრიდან მუდმივი თავდასხმების მიუხედავადაც. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ბრიუსელში ნატო-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი აცხადებს, რომ სერიოზული პროგრესია უკრაინაზეც, რადგან მოკავშირეებმა უკრაინის თავდაცვის დაფინანსების მხარდაჭერაში ლიდერობა აიღეს.

ამასთან, მისი თქმით, მოკავშირეები კიდევ უნდა გააქტიურდნენ.

“როგორც ვთქვი, გასულ თებერვალს ნატო-ს თავდაცვის მინისტრების პირველ შეხვედრაზე, და როგორც ტრამპის ადმინისტრაციამ არაერთხელ თქვა გასული წელისად-ნახევრის განმავლობაში, ჩვენი მოკავშირეები უნდა გააქტიურდნენ. პრეზიდენტი ტრამპი ძალიან ცხადი იყო საკითხზე მრავალი წლის განმავლობაში. ორი ადმინისტრაციისა და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ნატო ქაღალდის ვეფხვი და ცალმხრივი ქუჩა იყო.

კვლავ, უფრო სერიოზული პროგრესია უკრაინაზეც, პროგრესი პრეზიდენტ ტრამპის PURL ინიციატივის მეშვეობით, მოკავშირეებმა უკრაინის თავდაცვის დაფინანსების მხარდაჭერაში ლიდერობა აიღეს. უკრაინელები პოზიციებს ინარჩუნებენ რუსეთის მხრიდან მუდმივი თავდასხმების მიუხედავადაც. ჩვენ ვთქვით რომ ეს შესაძლებელია, რომ ჩვენს მოკავშირეებს ლიდერობა შეუძლიათ, და რომ ეს შესაბამისი იქნებოდა უკრაინის თავდაცვისთვის. ეს ხდება და ეს პრეზიდენტ ტრამპის მიდგომის დასტურია, მიდგომის, რომელიც მაგიდას დადგამს მშვიდობისთვის,” - განაცხადა ჰეგსეტმა.