ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა ოთხივე მათგანი წყლიდან ამოიყვანეს, თუმცა ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა - Palitra News

ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა ოთხივე მათგანი წყლიდან ამოიყვანეს, თუმცა ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა

2026-06-18 19:20:28+04:00

ურეკში ზღვის დინებამ 4 ადამიანი წაიღო, მაშველებმა ოთხივე მათგანი წყლიდან ამოიყვანეს, თუმცა ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კერძოდ, ერთ-ერთი დაზარალებული კრიტიკულ მდგომარეობაში იყო და მას ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა დახმარებას უწევდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გადარჩენილი სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონკრეტული დეტალები ჯერჯერობით უცნობია.